25 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
როცა თბილისს ახალი ავტობუსები ეყოლება, პარკირების ახალი რეგულაციები მაშინ ამოქმედდება - კახა კალაძე

დედაქალაქში საპარკინგე სისტემის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გაზრდას კახა კალაძე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ ჯარიმების რაოდენობა მას შემდეგ გაიზრდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ქალაქში სრულად მოგვარდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი ევროპული სტილის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაციები. ერთმანეთის თანხვედრაში უნდა მოდიოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება, ახალი ავტობუსების შემოყვანა და პარალელურად, ამ პრობლემების მოგვარება,"-ამბობს კახი კალაძე.

დღის ამბები