20 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ალ ჰარირი თანმდებობიდან გადადგა.

პრემიერის გადადგომის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ლიბანელ პოლიტიკოსებს მთავრობის დროული ფორმირებისკენ მოუწოდა.

ალ ჰარირის გადაგომის მიუხედავად, ქუჩაში ხალხი მაინც გამოდის. მათ კარვები გაშალეს. გზები პარალიზებულია.

ლიბანელი სამართალდამცველები და სამხედროები ქუჩების მომიტინგეებისგან გაწმენდასა და კარვების აღებას ცდილობენ.

ლიბანში ორკვირიანი დემონსტრაციები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო დაიწყო.

 

დღის ამბები