19 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი პრორუსობის ხარისხით შეირჩევა - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი 

წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, სავარაუდოდ, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, მამა გიორგი მამალაძის პატიმრობა და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილება. თეოლოგების ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდება ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობაც, რომელსაც პატრიარქი დაასახელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად პატრიარქი ორ კანდიდატურას - მეუფე იოანე გამრეკელსა და მეუფე მელქისედეკს დაასახელებს. 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ტიგინაშვილი ფიქრობს, რომ სასულიერო პირთა უმრავლესობა მხარს მეუფე იოანე გამრეკელს დაუჭერს, ვინაიდან ის პრორუსული ინტერესების გამტარებელია.

"მე ვფიქრობ, რომ ფავორიტი ამ ორთაბრძოლაში, გამოკვეთილი კანდიდატების თვალსაზრისით, რაც მოარული ხმებით გავრცელდა, არის მეუფე იოანე გამრეკელი, რადგან ის არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად რუსული ინტერესების გამტარი საქართველოს ეკლესიაში და რაკიღა საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ლობირებს რუსულ ტრენდს ეკლესიაში, დიდია ალბათობა, რომ მას ესოდენ პრესტიჟული და საპატიო კათედრა ჩააბარონ. მეუფე მელქისედეკი არის მეტად პატივსაცემი და განსწავლული პიროვნება, მე პირადად მივესალმები მის კანდიდატურას,"- აღნიშნა გიორგი ტიგინაშვილმა.

დღის ამბები