19 აპრილი 2024,   06:58
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, მუხიანში, ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსიცაა.

შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. 

დღის ამბები