16 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
აშშ ოსმალეთის იმპერიის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა 

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა თურქეთის წინააღმდეგ ერთდროულად 2 რეზოლუცია მიიღო. წარმომადგენელთა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

მეორე რეზოლუციით პარლამენტარებმა პრეზიდენტს ანკარისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამ ორი გადაწყვეტილების გამო შესაძლოა შტატებში 13 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტი გადადოს.

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვცნობთ. ეს რეზოლუცია არის ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. ვიმედოვნებ, თურქეთის პარლამენტი დაუყოვნებლივ მიიღებს საპასუხო ზომებს, რადგან ამერიკის ნაბიჯი ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. დაწესებული სანქციების მიზეზი კი აბსურდულ ბრალდებებს ეფუძნება," - ამბობს ერდოღანი.

ერდოღანმა გენოციდის აღიარება თურქი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასა.

დღის ამბები