ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადაიდო. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე არსებული გაზ-დანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს დემონტაჟზე, გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს. ცვლილებების შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. რეგულაცია პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.