25 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
დავით ზალკალიანი საქართველოს საბოლოო მიზნად ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს

საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის, ვინც წევრობისკენ ისწრაფვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მინისტრის თქმით, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის, რომ საქართველო აღიარებულია როგორც ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის.

"ჩვენ აუცილებლად გვინდა საქართველომ წინ იაროს საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რაც ჩვენ გვეხმარება კონსოლიდაციაში, საზოგადოების გაერთიანებაში და კიდევ უფრო თამამი ნაბიჯებით წინსვლაში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მთავარი თემა შვედეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალია.

 

დღის ამბები