25 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
შევძრწუნდი ისეთი რაღაცეები მოვისმინე, ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ - მეუფე ზოსიმე

"მე თვითონ ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს და შევძრწუნდი ისეთი რაღაცეები მოვისმინე," - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმე შიოშვილმა განაცხადა და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მიტროპოლიტი წლების წინ სემინარიაში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს ეკლესიის დამორჩილება სურდა.

მეუფე ზოსიმეს ინფორმაციით, მათ უკან ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე იდგა.

"ესენი მოქმედებდნენ რაღაც ძალების წაქეზებით. რატომ აქამდე არ ამბობდნენ, ალაპარაკდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უწმინდესს წაუყენეს ბრალდებები. ჰგონიათ, რომ საპატრიარქოს ტახტი შერყეულია.

სულ სხვა სულის ხალხი იყო. ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ, ვინც მათ უკან იდგა. ყოფილი მღვლდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას. ესენი იმის ხალხია," - განაცხადა დღეს მეუფე ზოსმემ.

დღის ამბები