18 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
რელიგიურ გრძნობებს ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ - ბოკერია თალაკვაძის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრალდებები, რომელიც ეკლესიაზე შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს, ოპონენტებისთვის მიუღებელია.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რუსული პროპაგანდის მსგავსად მოქმედებენ და რელიგიური გრძნობებით სპეკულირებენ.

"ეს არის ჩვეული სტილი ივანიშვილის ყველა გუნდის წევრის და აქვთ ინსტრუქცია, რომ ეს უტიფარი ბოდვა უბრალოდ უნდა იმეორონ და აქაც რუსული პროპაგანდის მსგავსად მოქმედებენ. როგორი აბსურდული და უტიფარიც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ ნიაღვარი იყოს და ამას რაღაც ეფექტი ექნება. ეს აქვთ გათვლა. აგრძელებენ მათთვის ჩვეულ გამოყენებას რელიგიური გრძნობების და ეკლესიის თემის ამ სიბინძურის გასავრცელებლად ოპონენტების წინააღმდეგ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე შესვლამდე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან შესაძლოა ის ძალები იდგნენ, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობების უკან".

ამავე თემაზე
დღის ამბები