18 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
მარტო ღილაკზე დაჭერა რომ გგონიათ დეპუტატობა, ასე არ არის ბატონო ანრი - ბოკუჩავა ოხანაშვილს

8 საათის განმავლობაში თითქმის ცარიელ დარბაზში უსმენდა დღეს დეპუტატების ნაწილი უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს ქეთევან ცინცაძეს.

სხდომის დასრულებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა იმაზე, რომ მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ოპოზიციონერი დეპუტატებიც გააკრიტიკა.

"სამწუხაროა როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს საქართველს პარლამენტში და პარლამენტის წევრები არ ესწრებიან, მათ შორის ოპოზიციაც არ ესწრება. ბატონ რომანს წარმოუდგენია, რომ თავის დროზე უნდა მოვიდეს, დასვას კითხვა და წავიდეს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის სიტყვით გამოსვლას "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა.

"გადახედეთ საკუთარ რიგებს, მარტო ღილაკზე დაჭერა რომ გგონიათ დეპუტატობა, ასე არ არის ბატონო ანრი,"- მიმართა ბოკუჩავამ ოხანაშვილს. "თქვენი ოხუნჯობისთვის არ ვართ აქ შეკრებილები" - უპასუხა რეპლიკას თავის მხრივ ოხანაშვილმა.

32 წლის ქეთევან ცინცაძე სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ის თითქმის 2 წლის განმავლობაში მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე იყო. დეპუტატების მთავარი კითხვებიც ჩინჩალაძის გარშემო დაისვა. კანონმდებლებს ასევე აინტერესებდათ, რატომ გადაწყვიტა უზენაესი სასამართლოს მანტიისთვის ბრძოლა შესაბამისი გამოცდილების არმქონე ინსპექტორმა და რა როლი აკისრია ჩინჩალაძეს ამ პროცესში.

ქეთევან ცინცაძის მოსმენა თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა.

დღის ამბები