20 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
დავით ბერძენიშვილზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის პარალელურად მიმდინარე აქციაზე, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავი ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

გუშინ, კინოთეატრ "ამირანთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე, "და ჩვენ ვიცეკვეთს" პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, დავით ბერძენიშვილი ფილმის მაყურებლის მხარდასაჭერად მივიდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და ბერძენიშვილს შორის ინციდენტი მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები