19 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
მასშტაბურ ძალადობრივ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება

"და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა მასშტაბური ძალადობრივი აქციის ფონზე - "კურიერის" ინფორმაციით, გუშინ მერაბ კოსტავას ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სასამართლო პროცესი დღის ბოლომდე უნდა ჩაინიშნოს. პოლიციას ძალადობრივი აქციის მონაწილეები ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჰყავს დაკავებული, რაც ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გუშინ, სულ 28 პირი დააკავა, აქედან 1 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პოლიცია სხვა სამართალდამრღვევები პირების დასადგენად დამატებით ღონისძიებებს ატარებს.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები