18 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
საპატრიარქო, სინოდის დიდი ნაწილი რუსული გავლენის ქვეშაა - გოჩა მირცხულავა

უკვე ერთი წელია საზოგადოება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება. აღნიშნულ საკითხზე თეოლოგებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ.

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებით, საპატრიარქო რუსული გავლენის ქვეშაა და შესაბამისად, არ არის გასაკვირი ქართული ეკლესიის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხი.

"საქართველოს ეკლესია, უფრო სწორედ საპატრიარქო, სინოდის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად იმყოფება რუსული გავლენის ქვეშ და ცდილობენ, ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ არის ის პოზიცია, რომელიც აქვს დღეს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით. შეიძლება ვიღაცას ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ თვით რუსეთიც კი დაგვასწრებს ალბათ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას," - განაცხადა ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ.

თეოლოგ ლევან აბაშიძის განცხადებით, ქართულ ეკლესიას სწორი სტრატეგია აქვს შერჩეული, რომ არ ჩქარობს შეუერთდეს იმ ქვეყნების რიგს, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებენ. თეოლოგის განმარტებით, ასე ქართული ეკლესია რუსეთთის ეკლესიასთან კონფლიქტში არ შედის.

ნებისმიერი ეკლესია, რომელიც აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, ამ კონფლიქტში იჭერს რაღაც მხარეს. შესაბამისად შედის კონფლიქტში რუსეთის ეკლესიასათან. ჩვენი ეკლესია ჯერჯერობით არ აღიარებს, რაც ჩემი აზრით არის სწორი სტრატეგია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველასთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. არაპირდაპირი გზით ჩვენ უკვე კავშირში ვართ ამ ეკლესიასთან, იმიტომ რომ კავშირში ვართ მსოფლიოს საპატრიარქოსთან, ეს უკანასკნელი კავშირშია უკრაინის ეკლესიასთან. ჩვენ რუსეთის მსგავსად არ გავწყვიტეთ კავშირი იმ ეკლესიებთან, რომლებმაც აღიარეს. ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სწორი სტრატებია არის რომ არ ვიჩქაროთ და დაველოდოთ მოვლენებს," - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

გასული წლის დეკემბერში სინოდზე ითქვა, რომ ჯერ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ტომოსი უნდა წაეკითხათ და საბოლოოო სიტყვა ამის შემდეგ ეთქვათ. მას მერე თითქმის ერთი წელი გავიდა. სინოდიც შეიკრიბა, მაგრამ საპარიარქო ისევ დუმს.

დღის ამბები