19 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები - დაზარალებულად ცნობას კიდევ 9 პირი ითხოვს 

მაკო გომურის, ომარ სეხნიაშვილისა და მირზა ლიპარტელიანის შემდეგ, დაზარალებულად ცნობას ამ ეტაპზე კიდევ 9 პირი ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი მიმართავს. "ემპათია" საგამოძიებო უწყებიდან მასალები გამოთხოვას გეგმავს.

მაკო გომური და მასთან ერთად 2 პირი პროკურატურამ, მხოლოდ ორი დღის წინ, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ სცნო დაზარალებულად.

"ჩვენს ცენტრში მიმდინარე გვაქვს 9 საქმე, თუმცა 26 კიდევ არის მომლოდინეთა სიაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ ერთხელ, გავარკვიოთ პროკურატურაში რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოვითხოვოთ მასალები და რა თქმა უნდა, ასევე ჩვენს ცენტრში მზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საექსპერტო დასკვნები,"- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

დღის ამბები