19 აპრილი 2024,   07:17
ვრცლად
დაპირება უნდა შესრულდეს - რომან კაკულია

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრის დაწყების წინ დეპუტატებმა საკუთრი პოზიცია მედიასთან, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რაც იყო დაპირება, მმართველი ძალის მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ის უნდა შესრულდეს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამან შეიძლება ბევრი ადამიანის გაღზიანება გამოიწვიოს. 

"მე არ ველოდები, რომ იქნება ცვლილება. იმიტომ რომ მგონია, რომ დაპირება რაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა, ასევე ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ, იმიტომ რომ ზოგადად ეს პროცესი ხელს უწყობს არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამედ სამწუხაროდ, პოპულიზმის განვითარებასაც და მგონი ამან გადაასწრო დემოკრატიის განვითარებას. იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი იყვნენ თანამონაწილენი ამ პროცესის და ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაგაკეთებინეთ ყველაფერი, არ გმოვრიცხავ, რომ ადამიანებში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მათში, ვისაც უნდოდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო. ეს პრინციპში იყო დათმობა გარკვეული ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ," - აცხადებს რომან კაკულია.

 

 

 

დღის ამბები