25 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
დავუპირისპირდები ნებისმიერ საარჩევნო სისტემას, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება მეტი შანსი, ვიდრე დღეს აქვს - ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში გარკვეულ რისკებს შეიცავს.

ყაველაშვილის განმარტებით, რისკები უკავშირდება იმას, რომ შესაძლოა აღნიშნულ სისტემაზე გადასვლამ "ნაციონალური მოძრაობა" გააძლიეროს.

"მე დავუპირისპირდები ნებისმიერ სისტემას, სადაც ნებისმიერი სახით "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება მინიმუმ იმაზე მეტი შანსი, რაც დღეს აქვს. მაგრამ პირიქითაც, მე თუ დავრწმუნდები, რომ ეს არ მოხდება და შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე.

დღის ამბები