25 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო, პოზიციას არ ვიცვლი - დაჩი ბერაია

დეპუტატი დაჩი ბერაია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პოზიციას არ იცვლის.

ბერაიას განცხადებით, გუშინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.

"პოზიციას არ ვიცვლი, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. პირველ რიგში ,უნდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისი პიროვნებისა და გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ვისუაბრეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო ჩემი გადარწმუნება. მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში დადგება ჩემი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი,"  - განაცხადა დაჩი ბერაიამ დღეს, უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე.

დღის ამბები