25 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
ლევან კობერიძე ივანიშვილისგან პასუხისმგებლობის აღებას და განმარტებებს ითხოვს

ლევან კობერიძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, პლენარული სხდომის დაწყებამდე  გამოვიდეს და საზოგადოების წინაშე განცხადება გააკეთოს.

კობერიძის განცხადებით, ივანიშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, განმარტება თავად გააკეთოს. დამოუკიდებელ დეპუტატს არ სჯერა, რომ რომელიმე მაჟორიტარი ივანიშვილს არ ემორჩილება. 

"პირდაპირ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, რომ სანამ სხდომა დაიწყება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რომელიც არის მმართველი პარტია, გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება. თუ პროცესები ხელისუფლებას მიჰყავს დესტაბილიზაციის და ვადამდელი არჩევნებისკენ, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე, უნდა გამოვიდეს და გადაბრალებები მაჟორიტარ დეპუტატებზე, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატები არ ემორჩილებიან ან ვერ გადაარწმუნა, ეს საბავშვო ბაღი არ არის. გამოვიდეს, აიღოს პასუხისმგებლობა, რა ხდება ქვეყანაში და გააკეთოს განმარტებები,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

 

დღის ამბები