19 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
"ეს არის სამარცხვინო, მტერი არ გაუკეთებდა ქვეყანას, რაც ამ მაჟორიტარებმა გააკეთეს" - ლევან გოგიჩაიშვილი 

"მექრთამე მაჟორიტარებმა ჩააგდეს ეს კონსტიტუციური ცვლილება" - დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მწვავედ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

"ფაქტია, რომ ძალიან ცუდი რაღაც გააკეთეს. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს არეული, ძალიან მარტივი ლოგიკაა. ახლა იქნება ნეგატიური ენერგია მთელი წლის განმავლობაში  და ეს ნეგატიური ენერგია აწყობს მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქაოსში თავისი გარემოცვა უნდა გაძღეს, გაძლიერდეს და ეს ქვეყანა პირდაპირი ხრან. მექრთამე მაჟორიტარებმა ჩააგდეს ეს კონსტიტუციური ცვლილება. ეს არის სამარცხვინო, მტერი არ გაუკეთებდა ამას ქვეყანას, რაც ამ მაჟორიტარებმა გააკეთეს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს მორიგი ნეგატიური გადაწყვეტილებაა.

"ბოლო დღეებიდან გამომდინარე, ეს არის მორიგი ნეგატიური ქეისი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური პროცესები მიდის ქვეყანაში და შედეგიც დადგა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შედეგი დადგა,“ - ამბობს ბიძინა გეგიძე. 

დღის ამბები