15 აგვისტო 2020,   12:07
ვრცლად
ხელშეწყობა პროსტიტუციისთვის - ფოთიდან ზუგდიდში ექსპერტიზაზე 40-ზე მეტი ქალი გადაიყვანეს

"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდის საექსპერტო კრიმინალურ დეპარტამენტში ფოთის სხვადასხვა დაწესებულებებიდან, უმეტესად კი კაფე-ბარებიდან 40-ზე მეტი ქალია გადაყვანილი.

როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, მათი შემოწმება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით (პროსტიტუციის ხელშეწყობა) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა მათი საექსპერტო ბიუროში გადაყვანა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ნარკოლოგიურ შემოწმებას ეხება.

საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტი ქალების ნაწილმა უკვე დატოვა, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები