დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.
ბესელიას მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი მოცემული სიტუაციიდან დიალოგია.
"კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას - არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!" - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.