25 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ უკანონო ბრძანებას ასრულებენ, ვაპირებთ მშვიდობიანად დავხვდეთ პოლიციას - ზაალ უდუმაშვილი

პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმის მობილიზებაა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებენ. 

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები პოლიციის დახვედრას მშვიდობიანად აპირებენ.

"არანაირი გეგმა არ არის, დავხვდებით მშვიდობიანად სპეცდანიშნულების რაზმს. წინააღმდეგობის გაწევას ნამდვილად არ ვაპირებთ. მშვიდობიანად ვმართავდით აქციებს ამ დღეების განმავლობაში, ასევე მშვიდობიანად ვაპირებთ, რომ დავხვდეთ პოლიციასაც, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო ბრძანებას ასრულებენ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები