"IRI"-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%.
ამ კვლევაში მესამე ადგილს „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ 5%-იანი მხარდაჭერით ინაწილებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი - 4 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ - 3 %; ახალი საქართველოსთვის“ - 2 %; ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ 2 % აქვს; მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ - 2 %; გირჩი - 1 %, „შენების მოძრაობა“-1%.
კითხვაზე პასუხი არ აქვს 60%-ს , არ იცის 32 %-მა.
IRI- მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.