20 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 4 ანტიკვარული ჭაღის შესაძენად 133 410 აშშ დოლარი გამოიყო - IDFI

"ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ კვლევა ჩაატარა.

შედეგად დადგინდა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან რეზიდენციის მოწყობისთვის სულ 2 174 783 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1 199 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას მოხმარდა, 255 000 ლარი კი, მათ რესტავრაციას.

ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი; ოთხ ანტიკვარულ ჭაღში,  ჯამში- 133 410 აშშ დოლარი/391 112 ლარი დაიხარჯა;

ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალიერებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა.

IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, აჩენს კითხვებს - რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.

კერძოდ, პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობა წარმოადგენს იმ ტიპის ხარჯებს, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ნაკლებად არის განპირობებული ფორსმაჟორული, ან გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან. 

დღის ამბები