20 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
კონსულტაციები მეტნაკლებად დაწყებულია - ქანთარია ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით, ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა დეტალებზე საუბარს არ აპირებს:

"კონსულტაციები მეტნაკლებად დაწყებულია და მიმდინარეობს, რომც ვიცოდე და ვიყო საქმის კურსში, ამაზე ლაპარაკი ჩემგან უპრიანი არ არის. მოგვიანებით თვითონ გაიგებთ და შეაფასებთ საკმაოდ ობიექტურად ალბათ," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები პროტესტის ნიშნად უმრავლესობის 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის შედეგად 3 საპარლამენტო კომიტეტი თავმჯდომარის, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის გარეშე დარჩა.

დღის ამბები