25 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
ბოქლომიც დაიდება და სამსახურებშიც ვერ შევლენ... ეს მთავრობა უკვე დასრულებულია - ზაალ უდუმაშვილი

"ბოქლომიც დაიდება, უფრო დიდი პროტესტიც იქნება, პიკეტიც იქნება და სამსახურებშიც ვერ შევლენ" - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე დაპირისპირების დროს გააკეთა, სადაც ოპოზიციას სამართალდამცველები ბოქოლომის დადების დროს დაუპირისპირდნენ.

"კითხვა მაქვს იმ ხალხთან, ვინც გადაწყვიტა დღეს, რომ ჩვენ არ მიგვიშვას კართან. ეს უფრო დამაზიანებელია ახლა ხელისუფლებისთვის, რომ ჭიდაობა მიმდინარეობს კანცელარიასთან, თუ  ბოქლომი დაგვედო და დავშლილიყავით? ჯიბრზე არიან, ჩვენ უარეს ჯიბრზე ვიქნებით. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს არ დაგვადებინებენ, ხვალ მოვალთ და ხვალ დავადებთ, რა მნიშვნელობა აქვს ამათთვის? ბოქლომიც დაიდება, უფრო დიდი პროტესტიც იქნება, პიკეტიც იქნება და სამსახურებშიც ვერ შევლენ. ეს მთავრობა უკვე დასრულებულია, მთავარია ახლა ბოლომდე მივიყვანოთ ყველაფერი,"- განაცხადა "კურიერთან"  საუბრისას ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ჭიშკარს ბოქლომებს ადებენ.

 

დღის ამბები