19 აპრილი 2024,   22:14
ვრცლად
ე.წ. გერმანულ მოდელი 150-ვე პარლამენტარის მოთხოვნას ითვალისწინებს - დავით უსუფაშვილი

მნიშვნელოვანი თემებიდან ყურადღების გადატანას უწოდებს "შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლებიც პარლამენტში სხედან. მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი დღევანდელ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია.

"ეს არის პიარ პოლიტიკური მანევრი და მეტი არაფერი, ყურადღების გადატანა, ჩემი და თქვენი დროის ამაზე მოცდენა. ის რასაც ისინი გვთავაზობენ, საჭიროებს 113 ხმას, კარგად დაითვალონ ახლა პარლამენტში, აქვთ თუ არა მათ 113 ხმა დღევანდელი მდგომარეობით. ზუსტად იციან, რომ ამის შესრულების თეორიული შანსიც კი არ არის პარლამენტში. ვინც არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რასაც ითხოვდნენ მაჟორიტარული გვინდაო, გერმანული ამას აკმაყოფილებს. ამიტომ, მე გერმანულ მოდელს რომ ვთავაზობ, 150-ვე პარლამენტარის მოთხოვნას ვითვალისწინებ," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე საუბრობს და თანამოაზრეებთან ერთად კანონპროექტს ბიუროზე უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს. ხუნდაძის თქმით, ამ თემაზე დაიწყება კონსულტაციები დეპუტატებთან და მოსახლეობასთან, სადაც ის 200 000 ხელმოწერის შეგროვებასაც გეგმავს.

 

დღის ამბები