24 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
ნუ დააბოქლომებენ მატროსოვის ციხეს და კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს - წულუკიანის განცხადებები ოპოზიციის ნაწილმა მუქარად აღიქვა

“ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დაბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ,“ - ოპოზიციის პროტესტს და მათ მიერ საჯარო უწყებების დაბოქლომების პროცესებს, იუსტიციის მინისტრი არასერიოზულს უწოდებს.

თეა წულუკიანის მიერ მატროსოვის ციხეზე აქცენტირება ოპოზიციის ნაწილმა მუქარად აღიქვა. დაწესებულება, სადაც სასჯელს მაღალჩინოსნები იხდიან, მათი თქმით, იუსტიციის მინისტრს შემთხვევით არ უხსენებია.

ოპონენტები წულუკიანს ურჩევენ ადეკვატურად შეაფასონ მოვლენები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ განვითარდა.  ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება აქციებით გაღიზიანებულია და შესაძლოა, მალე დაკავებების სერია დაიწყოს. 

თეა წულუკიანმა მატროსოვის ციხის ხსენებამდე, კიდევ ერთი გამაფრთხილებელი განცხადება გუშინ გააკეთა. ერთ-ერთ გადაცემაში იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს.

კოჰაბიტაციის დასრულებაზე საუბარი მმართველი გუნდის განმარტებით, მუქარას არ ნიშნავს, თუმცა არჩევნების შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მოქმედ ოპოზიციასთან თანამშრომლობა აღარ მოუწევთ.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს დესტრუქციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შორის პიკეტირებისას, სახელმწიფოს რეაგირება შესაბამისი იქნება. 

დღის ამბები