ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო.
77 წლის ბიზნესმენი დემოკრატების ერთ-ერთი კანდიდატია. ტრამპის ახალი კონკურენტი Forbes-ის სიის მიხედვით შტატების მე-8 ყველაზე მდიდარი ადამიანია.
ის ნიუ-იორკის მერად 2002 წელს აირჩიეს და ამ პოსტს 11-ი წლის განმავლობაში იკავებდა.