08 აგვისტო 2020,   16:45
ვრცლად
ეს არის მშიშარა პრეზიდენტი, რომელიც დაცვას ჰყავს ჩაკეტილი - აქციის მონაწილეებმა სალომე ზურაბიშვილს სალობიეში მიაკითხეს

აქციის მონაწილეების ნაწილმა მაჩაბლის ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთ სალობიეში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე უამრავი ადამიანი აქციაზე პროტესტს გამოთქვამს, ამის ფონზე კი ქვეყნის პრეზიდენტი დუმს და აქციის მონაწილეებს არ ხვდება.

შეკრებილების სურვილია, შენობაში შევიდნენ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტს პირადად გაესაუბრონ.

"ჩვენ ვცდილობთ შევიდეთ შიგნით და ვნახოთ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახლა წესით უნდა იდგეს საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ახლა დგანან ყინვაში და აპროტესტებენ. ნაცვლად ამისა, ასე ჩუმად დადის საქართველოს პრეზიდენტი და ჭამს ლობიანებს. ხედავთ რომ ჩაკეტილი აქვთ. ეს არის მშიშარა პრეზიდენტი, რომელიც ახლა დაცვას ჰყავს ჩაკეტილი და ახლა ცდილობენ რამენაირად გააპარონ“ - ამბობს ანა წითლიძე. 

დღის ამბები