25 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
20 ივნისი, 18 და 26 ნოემბერი -  მესამე სექტორი არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს

20-21 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ მომზადებულ ანგარიშში მთავარი საკითხი არაპროპორციული ძალის გამოყენება იყო. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ ადგილი ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობას.

შენიშვნების პარალელურად, მესამე სექტორს კონკრეტულ უწყებების მიმართ რეკომენდაციებიც აქვს. მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, საკანონმდებლო ორგანო და გენერალურ პროკურატურა. იურისტები მთავარ საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დროულად და გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ. საია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გამოძიების მსვლელობისას, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

საია ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, რომელმაც ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დაშლის თემაზე გაამახვილა ყურადღება. 18 და 26 ნოემბერს აქციის დაშლისას არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ისაუბრეს დღეს "ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრშიც". 

თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმდება, რომ გამოძიება, რომელიც ბოლო პერიოდში აქციების დაშლის შემდეგ დაიწყო, მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დასრულდეს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, მესამე სექტორი შესაბამის უწყებებს კონკრეტული ბრალეულობების და დამნაშავე პირების გამოვლენისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები