05 ოქტომბერი 2022,   05:58
ვრცლად
ბრიტანეთის მთავრობა ტერორიზმში ბრალდებულთა გათავისუფლების პირობებს გაამკაცრებს

ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა ტერორიზმში ბრალდებულთა ვადამდე ადრე გათავისუფლების პირობები გაამკაცროს.

ტერორიზმის მუხლით დაპატიმრებული 28 წლის მამაკაცი ციხიდან გასულ წელს ვადამდე გაათავისუფლეს. 29 ნოემბერს მან 2 თავდასხმა მოაწყო და 2 პირი მოკლა.

მათ შორის კემბრიჯის კურსდამთავრებული, რომელიც პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო.

დღის ამბები