23 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
ბალტიის ქვეყნებში ალიანსის ძალების მობილიზება პასუხია რუსეთის ქმედებებზე - ნატოს გენერალური მდივანი

ლონდონში გამართულ ნატოს სამიტზე წევრი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს გეგმას, რომელიც პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვას ითვალისწინებს.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ალიანსის ძალების მობილიზება პასუხია, რუსეთის ქმედებებზე.

სამიტამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერდა ალიანსის ამ ინიციატივას, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ქურთებს ტერორისტებად არ აღიარებდა.

ამ ულტიმატუმის მიუხედავად, ანკარა დათმობაზე წავიდა. 70-ე იუბილესთან დაკავშირებით, ორდღიანი სამიტის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ლიდერები "მდგრად ტრანსატლანტიკურ კავშირს" ადასტურებენ და ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერენ.

დღის ამბები