20 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა, მათ ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები