უშედეგო შეხვედრის მეორე რაუნდი - ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიცია და უმრავლესობა დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ისევ ვერ თანხმდება.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა კვლავ ვერ გადაწყვიტეს რა ფორმით უნდა ჩატარადეს 2020 წლის არჩევნები. 5 საათიანი შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, საუბარი შეეხო არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს და სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მომდევნო რაუნდიც.
"მნიშვნელოვანი წარმატება მნიშვნელოვან პროცესში," - ასე აფასებს ოპოზიცია შეხვედრას. მათი განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.