18 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
მოსამართლეების მხარდაჭერით, სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციას მოვახდენთ - ლევან გოგიჩაიშვილი

"მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღებით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, პირველი ოქტომბერი მთავრდება იმიტომ რომ, ეს არ არის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი," - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, აღნიშნული მოსამართლეების მხარდაჭერით "ქართულ ოცნება" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"ჩინჩალაძე, კლანის ლიდერი, არ ყოფილა საერთო სახალხო დაკვეთა. საერთო სახალხო დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, კონკრეტული ადამიანების დასჯა. 7 წლის თავზე კვერცხების სროლა და წყლის შესხმა კი არ იყო დაკვეთა, კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებირივი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც არ განხორციელდა ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით სასამართლოში მოვახდენთ "ნაციონალური მოძრაობის" რეაბილიტაციას. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ერთი ადამიანი, ეს არის  პოლიტიკური სტანდარტი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და სახელმწიფო მოხელე," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები