23 ოქტომბერი 2020,   13:38
ვრცლად
ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდა, მოსამართლეთა საეჭვო კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ

"ვცდილობ, ვისთან ერთადაც თუნდაც მცირე ხნით მაინც მიბრძოლია, გადაგარწმუნოთ, რომ ის გვარები არ მოხვდეს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც უამრავი უსამართლობა უკავშირდება,"- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს.

ბესელიამ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდა, საეჭვო რეპუტაციის კანდიდატებს  მხარი არ დაუჭირონ.

"არავის არ უნდა განსხვავებული მოსაზრების მოსმენა, მაგრამ უკაცრავად, მეგობრებო. ეს ის თემა არაა, სადაც რევერანსების დროა და კომფორტის ზონა უნდა შევუქმნათ ერთმანეთს. არც პერსონალური გარჩევების დრო არ არის. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ამ 4 წლიანი პერიოდის განმავლობაში.

მე ვცდილობ ახლა, ვისთან ერთადაც თუნდაც მცირე ხნით მაინც მიბრძოლია, სამართლიანობისთვის ნაბიჯები გადაგვიდგამს, შევეცდები გადაგარწმუნოთ, რომ ასეთი სახიფათო გადაწყვეტილება არ მიიღოთ. და ის გვარები არ მოხვდეს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც უამრავი უსამართლობა უკავშირდება. და არავის სხვისი ხელით ეს არ კეთდებოდა.

არ დავიღლები, ეს ჩემი ბოლო ცდაა ამ კენჭისყრამდე, რომ შევაჩეროთ კიდევ ერთხელ ეს პროცესი და ვინც იმ 10 კაციანი სიის დროს მეხმარებოდით, რომ თურმე ის სია არ გამომეტანა კომიტეტზე, დღეს გამოჩნდება. იმ 10 კაციანი სიიდან 5 გვარი მეორდება თუ იმ 5გვარიდამ ერთს მაინც თუ მისცემთ ხმას, იქ გამოჩნდება თქვენი სიმართლე ვინ მეხმარებოდა მაშინ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები