23 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
სხდომა უნდა ჩაიშალოს, უზენაეს სასამართლოში მონები არ უნდა გამწესდნენ - თინა ბოკუჩავა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომის ჩაშლა მოითხოვა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში მონები არ უნდა გამწესდნენ.

"ბოიკოტში ვართ, მაგრამ როცა შემოვალთ სხდომაზე, მოგვეცით საშუალება, სიტყვით გამოვიდეთ და გაგაგონოთ ხალხის ხმა. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები. თავს არავინ შეიკავებს, სანამ არ მორჩება ის უსამართლობა, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ეს სხდომა უნდა ჩაიშალოს. არც ბოიკოტირება გაჩერდება, არც პიკეტირება. გადაიდოს ეს სხდომა, რათა უზენაეს სასამართლოში მონები არ განწესდნენ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალი და ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენს შვილებს მომავალი," - განაცხადა ბოკუჩავამ.

თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მისცემდა.

გარდა ამისა, მან მანდატურებს მოუწოდა, თინა ბოკუჩავა სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.

დღის ამბები