19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ეს პარლამენტი არის გასარეკი - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი უნდა შეწყდეს.

რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება და აღნიშნულზე პასუხისმგებლობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"ამ პარლამენტმა ყოველგვარი მორალური და სამართლებრივი უფლება დაკარგა. ეს პარლამენტი არის გასარეკი. უნდა დაიშალოს პარლამენტი, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ აზრს.

20-ვე მოსამართლემ უნდა თქვას უარი და გამოიწვიოს საკუთარი თავი. ეს სამარცხვინო პროცესი უნდა შეწყდეს. მონა-მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობას უნდა, რომ საახალწლო საჩუქარი მიართვას ბიძინა ივანიშვილს. ერთი საჩუქარი, როგორც ჩანს არის ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და მეორე ამ ოცი მორჩილი მოსამართლის დამტკიცება," - განაცხადა გოცირიძემ.

დღის ამბები