23 სექტემბერი 2020,   00:28
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნებია - ჯონსონი ხმის მისაცემად ძაღლთან ერთად მივიდა

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნებია. თავისი პოზიცია დააფიქსირა საარჩევნო უბანთან ქვეყნის პრემიერმა, რომელიც ხმის მისაცემად ძაღლთან ერთად მივიდა.

მოქმედ პრემიერს გამარჯვების იმედი აქვს. ჯონსონის პროგნოზს ამართლებს წინასწარი გამოკითხვებიც, რომელთა მიხედვითაც "კონსერვატორებს" ამომრჩეველთა 42% უჭერს მხარს, "ლეიბორისტებს" - 30%.

არჩევანი გააკეთა ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა, ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

ვადამდელი არჩევნები ჯონსონის ინიციატივით მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანომ, ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება არ დაამტკიცა.

დიდ ბრიტანეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. პარლამენტში სულ 650 ადგილია.

საინტერესოა, მიიღებს თუ არა მმართველი კონსერვატიული პარტია უმრავლესობას - სულ მცირე 326 ადგილს.

დღის ამბები