25 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
აუცილებელია, გენერალური პროკურორის არჩევა შიგნიდან მოხდეს - ირმა ჭკადუა

საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუა იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორი უნდა შეირჩეს. ჭკადუას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატურის შერჩევა თავად სისტემის შიგნიდან მოხდეს, რადგან ამ უწყებაში ახლის მიღება ძალიან უჭირთ:

"უნდა იყოს პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, აუცილებელია თვითონ შიგნიდან მოხდეს გენერალური პროკურორის არჩევა, ვინაიდან ეს გახლავთ ისეთი ტიპის ორგანო, სადაც ახლის მიღება ძალიან უჭირთ," - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ყოფილი პროკურორი გიორგი გაბოძე იმედოვნებს, რომ პროცესი ამჯერად, უფრო გამჭვირვალედ წარიმართება, ვიდრე აქამდე ხდებოდა:

"საპროკურორო საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს კონსულტაციები. ეს კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე. მთლიანად მთელ პროცესში ჩართული იქნება საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი იქნება გაცილებით უფრო გამჭვირვალე, ვიდრე იყო მანამდე," - განაცხადა გაბოძემ.

დღის ამბები