19 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
სასამართლო კიდევ უფრო მეტად დაემორჩილა ხელისუფლებას, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში - აბესაძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკულ განცხადებას, რომელშიც იმედგაცრუებაა გამოთქმული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ეხმაურება.

აბესაძის თქმით, ფაქტები აჩვენებს, რომ სასამართლო ივანიშვილის მიერ არის მიტაცებული.

"ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო კიდევ უფრო მეტად დაემორჩილა პოლიტიკურ ხელისუფლებას, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში, მათ შორის, გაჩნდა კორუფცია სასამართლოში და ამაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ასეთი არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტიც მიტაცებულია ივანიშვილის მიერ," - განაცხადა აბესაძემ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები