25 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი იმედს გამოთქვამს, რომ 20 დეკემბერს, როდესაც ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართება, მას გაათავისუფლებენ.

"სამწუხაროა, არავის  ჰყოფნის კეთილგონიერება იქ, რომ ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და ამისთვის ზის უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში, არ გაათავისუფლეს. იმედს ვიტოვებ, რომ იმ სხდომაზე, რომელიც გადაიდო მომდევნო კვირაში, 20 დეკემბერს, ეყოფათ კეთილგონიერება და იმ პროცედურებით, რა პროცედურებსაც იყენებენ, მოგეხსენებათ ეს ჩვენთვის უკანონო პროცედურებია, იშუამდგომლებს ადვოკატი, რომ გათავისუფლდეს პატიმრობიდან,"- განაცხადა დავით ასათიანმა.

დღის ამბები