"დღეს ვართ აბსურდის მომსწრე, მერი მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად თბილისშია წასული და ქალაქი პარალიზებულია" - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში დაგეგმილ აქციაზე ქუთაისიდან საჯარო მოხელეების წასვლას.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მერია და სრულად ქუთაისი პარალიზებულია.
"მერი, მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად თბილისშია წასული. მოქალაქეს რომ შეხვდეს არავინაა მერიაში დარჩენილი. ჭიღვარიამ თავად დაადო დღეს მერიას ბოქლომი და იძულებული გავხდით ჩვენ მოგვეხსნა ეს ბოქლომი, რომ შენობაში მოსულ მოქალაქეებს პასუხის გამცემი დახვდეს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა უპასუხისმგებლო ხელისუფლების ნაცვლად. ბევრმა ბაღის თანამშრომელმა და პედაგოგმა უარი თქვა წასვლაზე, რის გამოც იძულებული გახდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებულები წაეყვანათ,"- განაცხადა გიგა შუშანიამ.