25 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
კადრები, სადაც მამაკაცი მოზარდს ფიზიკურად უსწორდება - "კურიერის" ექსკლუზივი

"კურიერმა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე ფიზიკურად. არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, თავი აქვს გატეხილი.

კადრში ჩანს, როგორ იჭერს ერთ-ერთი მამაკაცი მოზარდს ხელით, მეორე კი მას ფეხს რამდენჯერმე ურტყამს. 

კადრები 15 დეკემბერს, სასტუმრო "რედისონთან" არის გადაღებული. სავარაუდოდ, მოძალადე "რედისონის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.

ასევე, ადგილზე იმყოფებოდა მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრნენ. 

"კურიერი" ერთ-ერთ მათგანს გაესაუბრა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო. 

სასტუმრო "რედისონის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ილია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ვიდეოკადრებში მოხვედრილი პირები "რედისონის" დაცვის წევრები არ არიან. 

გამოძიება არასრულწლოვანზე ჯგუფური თავდასხმის მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები