20 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
2 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერი ქალი რომ იყოს, ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა - ბარაკ ობამა

მსოფლიოს ყველა ქვეყანას ქალები რომ მართავდნენ, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა - BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალები იდეალურები არ არიან, თუმცა კაცებს უდავოდ სჯობნიან.

„ქალებო, მინდა იცოდეთ -  თქვენ არ ხართ იდეალურები, თუმცა ჩვენზე ბევრად უკეთესები ხართ.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ქალი ლიდერი ეყოლება, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“ - განაცხადა ობამამ.

კითხვაზე - ოდესმე თუ შეიძლება განიხილოს პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნება, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიდერებმა სავარძელი სხვას უნდა დაუთმონ.

ბარაკ ობამას აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობა 2009-2017 წლებში ეკავა. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ცოლთან, მიშელ ობამასთან ერთად საქველმოქმედო ფონდი დაარსა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდა ლიდერების აღზრდას ემსახურება.

წყვილი კუალა-ლუმპურში „ობამას ფონდის“ ღონისძიებაზე გასულ კვირას იმყოფებოდა.

დღის ამბები