25 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
აშშ-მა რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გაზსადენი რუსული პროექტია. შეერთებული შტატები გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს სამუშაოების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სანქციების წინააღმდეგია გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის წინააღმდეგ მიღებულ დოკუმენტს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტში ნათქვამია რომ მიღებული ზომები ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება. ოფიციალური მოსკოვი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

დღის ამბები