25 აპრილი 2024,   04:19
ვრცლად
ინდოეთში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება - გარდაცვლილია 7 ადამიანი

ინდოეთში მომიტინგეების პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 50-ზე მეტი პოლიციელი. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს და ავტომანქანები დაწვეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

კვირაზე მეტია ინდოეთში ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, არამუსლიმი მიგრანტები მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. ბოლო ერთ კვირაში საერთო ჯამში საპროტესტო აქციებს 18 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები