25 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ავიაკომპანია შეუერთდა

საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ავიაკომპანია შეუერთდა. "ეარ აზია იქსმა" პირველი ჩარტერული რეისი ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით წუხელ განახორციელა.

კომპანიამ 330 მგზავრი თბილისში გვიან ღამით ჩამოიყვანა. ავიაკომპანია 2 იანვრის ჩათვლით ბანკოკის მიმართულებით კიდევ 5 ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

"ეარ აზია იქსი" საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.

დღის ამბები