24 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
ჩხრეკა ნავალნის ოფისში - რუსი ოპოზიციონერი "კორუფციასთან ბრძოლის ფონდიდან" ძალით გაათრიეს

"კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მოსკოვის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს, ამის შესახებ სოციალური ქსელში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წერს. ვრცელდებოდა ინფორმაცია ნავალნის დაკავების შესახებაც, თუმცა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ მოხდა არა მისი დაკავება, არამედ "ოფისიდან ძალით გათრევა".

ნავალნის თქმით, ჩხრეკა საგამოძიებო ფილმის "Он вам не Димон"-ის ინტერნეტიდან წაშლაზე უარის თქმას უკავშირდება, ფილმი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის ქონების შესახებაა. წაშლაზე უარის თქმის გამო ფონდის დირექტორის ივან ჟდანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და ოფისში ჩხრეკაზეც ამ გამოძიების ფარგლებში მივიდნენ.

ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს იუთუბ-არხის "ნავალნი-ლაივის" სტუდიაშიც.

"დაე, მედვედევმა, უსმანოვმა და დანარჩენმა ქურდებმა - ამ დარბევის შემკვეთებმა - დღეს იფშვნიტონ ხელები და იხარონ, მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად ვაცხადებ, "Он вам не Димон" არანაირი ზეწოლის შედეგად არ წაიშლება" -წერს ნავალნი "ინსტაგრამზე".

დღის ამბები